კახა კუჭავა: ოპოზიციის მხრიდან გაკეთდა განცხადებები იმის შესახებ, რომ მათ არჩევნების გაყალბების ფაქტი ვერ დაამტკიცეს და პარლამენტში ამიტომ დაბრუნდნენ

“ოპოზიციის მხრიდან გაკეთდა განცხადებები იმის შესახებ, რომ მათ არჩევნების გაყალბების ფაქტი ვერ დაამტკიცეს და პარლამენტში ამიტომ დაბრუნდნენ”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ EURACTIV-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნებას“ თვითმმართველობის არჩევნებში 43%-ზე ნაკლების აღებასთან დაკავშირებით მოლოდინი არ აქვს.

„ადრეული გამოკითხვების გათვალისწინებით, რომლებიც რეგულარულად ტარდება, „ქართულ ოცნებას“ არ აქვს მოლოდინი 43%-ზე ნაკლების აღებასთან დაკავშირებით.

ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან გაკეთდა მნიშვნელოვანი განცხადებები იმის შესახებ, რომ მათ ვერ დაამტკიცეს, რომ არჩევნები გაყალბდა და ამიტომ ისინი კვლავ პარლამენტში დაბრუნდნენ და, მათი აზრით, მათ შეთანხმებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან შეთანხმებას მიაღწიეს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ნამდვილად გარეთ რჩება, ჩვენ კვლავ ვხედავთ კარვებს პარლამენტის წინ“, – განაცხადა კუჭავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები