გიორგი კაკაურიძე: ლარის გამყარება არანაირ ერთ ტრანზაქციას არ მოუხდენია, ეს არის ეკონომიკის მიმართ კარგი მოლოდინების შედეგი

“ლარის გამყარება არანაირ ერთ ტრანზაქციას არ მოუხდენია, ეს არის ეკონომიკის მიმართ კარგი მოლოდინების შედეგი”, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში თუ გვექნება ტურისტების შემოშვების შესაძლებლობა, მოსალოდნელია, რომ ლარზე კიდევ უფრო დადებითი ტენდენცია იქნება.

„ლარის გამყარება არანაირ ერთ ტრანზაქციას არ მოუხდენია, ეს არის ეკონომიკის მიმართ კარგი მოლოდინების შედეგი. შეზღუდვები მოიხსნა, ესეც მოლოდინების ნაწილია და ვფიქრობ, დადებითმა პარამეტრებმა კერძო სექტორს დადებითი პარამეტრები აჩვენა და სწორედ ამიტომ მოხდა ლარის გამყარება. თუ ისეთი ეპიდსიტუაცია გვექნება, რომ შევძლებთ და ტურისტებს შემოვუშვებთ, შევძლებთ საზღვრის სრულად გახსნას, რაც, ალბათ, ვაქცინაციიდან და ეპიდვითარებიდან გამომდინარე, შესაძლებელი იქნება, ამ შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ ლარზე კიდევ უფრო დადებითი ტენდენცია გვქონდეს. იმის თქმა, რამდენზე ჩამოვა და რა კურსი იქნება, ამის თქმა შეუძლებელი და არასწორი იქნება“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღეისთვის, 21 მაისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.3537 ლარი ღირს, ევრო – 4.0895 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.7378 ლარი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები