ალეკო ელისაშვილი: თამარ ჟვანია კი არა, გებელსი რომ დანიშნო აწი, ამ რეფორმის შედეგად ვერავინ შეძლებს არჩევნების გაყალბებას
“თამარ ჟვანია კი არა, გებელსი რომ დანიშნო აწი, ამ რეფორმის შედეგად ვერავინ შეძლებს არჩევნების გაყალბებას”, – ამის შესახებ ,,მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პირველ არხთან განაცხადა.
ელისაშვილი ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, თამარ ჟვანიას თანამდებობიდან წასვლის საკითხის დაჩემებით საარჩევნო რეფორმას ნუ დააზიანებენ.
„თამარ ჟვანია კი არა, გებელსი რომ დანიშნო აწი, ამ რეფორმის შედეგად ვერავინ შეძლებს არჩევნების გაყალბებას. გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ექნება იმას, ვინ იქნება ცესკო-ს თავმჯდომარე. ყველას ვთხოვ, ემოციები მოთოკონ და უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ საკითხს“, – განაცხადა ელისაშვილმა.