საქართველო 1 მილიონზე მეტ დოზა ,,ფაიზერის” ვაქცინას მიიღებს

საქართველო 1 მილიონზე მეტ დოზა ,,ფაიზერის” ვაქცინას მიიღებს. ამის შესახებ კომპანია ,,ფაიზერში” ,,ბიზნეს ფორმულას” განუცხადეს.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკებები დასრულებულია და ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე გადადიან.

“Pfizer-ი სიამოვნებით აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობასთან დასრულებულია მოლაპარაკების განხილვის ნაწილი SARS-CoV2–ის საწინააღმდეგო ერთ მილიონზე მეტი დოზა BNT162b2 ვაქცინის მოწოდებაზე. კომპანია გადადის საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულების გაფორმების ნაწილზე”,- აცხადებენ კომპანია ,,ფაიზერში”.

ინფორმაცია, თუ როდის მიიღებს ქვეყანა ვაქცინებს, ჯერ არ კონკრეტდება.

Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში 15 მარტს დაიწყო. 19 მაისის მონაცემებით, ქვეყანაში სულ ადმინისტრირებულია 97 153 აცრა. ვაქცინის ორივე დოზით კი აცრილია 15 513 ადამიანი.

წყარო: Businessformula.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები