ნიკოლოზ სამხარაძე: სალომე ზურაბიშვილმა და შარლ მიშელმა წერილი გამოაქვეყნეს, სადაც კარგად ჩანს, თუ რამხელა მნიშვნელობისაა ხელმოწერილი შეთანხმება

„ჩემთვის მნიშვნელოვანი პასაჟი, რომელიც ამ წერილში ამოვიკითხე, არის ის, რომ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ დახმარება და მხარდაჭერა გაიზრდება”, – ასე ეხმაურება საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ერთობლივ სტატიას.

მისივე თქმით, კიდევ უფრო მეტი ინსტიტუციური მექანიზმი შეირჩევა იმისთვის, რომ საქართველო აქტიურად ჩაერთოს საერთო ევროპულ საქმიანობაში.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ერთობლივი წერილი გამოაქვეყნეს, სადაც ძალიან კარგად ჩანს, თუ რამხელა მნიშვნელობისაა ეს შეთანხმება. ჩემთვის მნიშვნელოვანი პასაჟი, რომელიც ამ წერილში ამოვიკითხე არის ის, რომ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ დახმარება და მხარდაჭერა გაიზრდება, კიდევ უფრო მეტი ინსტიტუციური მექანიზმი შეირჩევა იმისთვის, რომ საქართველო აქტიურად ჩაერთოს საერთო ევროპულ საქმიანობაში. ასევე, როგორც წერილში წერია, იქნება ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლითაც საქართველო კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდება ევროკავშირს და რა თქმა უნდა, ამ წერილის მთავარი სულისკვეთება არის ის, რომ ეს შეთანხმება არის კარგი ქართველი ხალხისა და ჩვენი ხალხის კეთილდღეობისთვის. შესაბამისად, ყველა პარტია, რომელიც ამ შეთანხმებას ხელს აწერს საქართველოს კეთილდღეობისთვის იშრომებს პარლამენტში და ვინც არ აწერს ისინი ქართველი ხალხისა და საქართველოს კეთილდღეობისთვის არ იბრძვიან”, – განაცხადა სამხარაძემ.

“საქართველოს მომავალი ევროპულია”, – ამ სათაურით აქვეყნებს „ევრონიუსი“ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ერთობლივ სტატიას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები