პაატა მანჯგალაძე: არ გამოვრიცხავთ იმას, რომ კოორდინაციაში ვიქნებით სხვა პარტიებთან, „ქართული ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ გარდა

არ გამოვრიცხავთ იმას, რომ კოორდინაციაში ვიქნებით სხვა პარტიებთან, „ქართული ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ გარდა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენმდივანმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, თვითმმართველობის არჩევნებისთვის მერობის კანდიდატის დასახელებას თავისი წესები აქვს.

„ჩვენ ვმსჯელობთ კანდიდატურებზე და გვაქვს მონახაზი. როდესაც ვსაუბრობთ გეგმებზე, რა თქმა უნდა, გვაქვს შემუშავებული სტრატეგიაც. კანდიდატის დასახელებას აქვს თავისი წესები და მათ ვერ დავარღვევთ. არ გამოვრიცხავთ იმას, რომ კოორდინაციაში ვიქნებით სხვა პარტიებთან, „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები