ყაზახი ქალის გარდაცვალების საქმის გამოძიებაში ყაზახური მხარე ერთვება

ყაზახეთის მოქალაქის, 26 წლის ასელ აიტპაევას გარდაცვალების საქმის გამოძიებაში ყაზახური მხარე ერთვება.

გამომძიებლები თბილისში ჩამოვიდნენ და მურად მეირბეკოვის წინააღმდეგ მტკიცებულებებს აგროვებენ. ეს არის მამაკაცი, რომელსაც საქართველოში გაუპატიურებაში, ყაზახეთში კი ტრეფიკინგში სდებენ ბრალს.

ის 16 მაისს ყაზახეთში დააკავეს და პატიმრობა აქვს შეფარდებული.

“გუშინ ჩამოვიდნენ საქართველოში ყაზახი გამომძიებლები, თუმცა, მე ბევრ ინფორმაციას არ ვფლობ. როგორც ვიცი, საქმის მიმდინარეობას ეცნობიან”, – აცხადებს ასელ აიტპაევას დედა, აისუ აიტპაევა.

26 წლის ქალი 5 მაისს კორპუსის ეზოში გარდაცვლილი იპოვეს. შსს-მ მეორე დღეს 57 წლის ბესიკ თოდუა დააკავა. პროკურატურამ მასაც ბრალი გაუპატიურების ბრალდებით წარუდგინა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები