კობახიძის ინფორმაციით, პოლიტიკოსებს შორის, კახა კალაძე რეიტინგით პირველ ადგილზეა

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, პოლიტიკოსებს შორის კახა კალაძე რეიტინგით პირველ ადგილზეა.

მისი თქმით, კალაძეს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს “ქართული ოცნების” გუნდში.

“ჩვენ გვაქვს ბოლო დროს ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვები. რა თქმა უნდა, კვლევაში არ იყო დასახელებული ბიძინა ივანიშვილი, იქიდან გამომდინარე, რომ მან დატოვა პოლიტიკა. დანარჩენი ყველა, ვინც არის აქტუალური და დღეს ჩართული პოლიტიკაში, ყველას სახელი და გვარი ვიკითხეთ.

შემიძლია ერთი საიდუმლო გაგანდოთ, რომ კახი კალაძე არის პირველ ადგილზე რეიტინგით დღეს. ეს არის არსებული მოცემულობა, ის არის გამორჩეულად მაღალრეიტინგული ფიგურა ქართულ პოლიტიკაში და, შესაბამისად, მას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს “ქართული ოცნების” გუნდში,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ რუსთავი 2 -ის “ღამის კურიერში”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები