ირაკლი ზარქუა: “ევროპული საქართველოს” ერთი წევრი პარლამენტში შემოვიდა, მეორემ უარი თქვა, მესამე პარტიას ტოვებს, ბოკერია ისედაც საშვის გარეშე ვერ შემოდიოდა და რა კენჭისყრა ჰქონდათ?!

„ევროპული საქართველოს“ ერთი წევრი პარლამენტში შემოვიდა, მეორემ უარი თქვა, მესამე პარტიას ტოვებს, ბოკერია ისედაც საშვის გარეშე ვერ შემოდიოდა და რა კენჭისყრა ჰქონდათ?!”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას თქმით, “ევროპული საქართველოს” გადასაწყვეტია, თუ როგორ მოიქცევიან.

„როგორც გავიგე, „ევროპულ საქართველოს“ ჰქონდა პოლიტსაბჭო და გადაწყვიტეს, რომ არ შემოდიან პარლამენტში. სულ რამდენიმე კანდიდატი ჰყავდათ პარლამენტში – ერთი შემოვიდა, მეორემ უარი თქვა, მესამე ტოვებს პარტიას, ბოკერია ისედაც საშვის გარეშე პარლამენტში ვერ შემოდიოდა და რა კენჭისყრა ჰქონდათ?! ეს მათი არჩევანია, როგორც უნდათ, ისე მოიქცნენ. ბოლომდე დაადგნენ მარგინალიზაციის გზას, ისედაც გაშიფრული არიან. ხოლო ის, ვინც ჩამოყალიბდა, მიხვდა, ალტერნატივა დიალოგს, დებატებს, დისკუსიას არ აქვს და აქ არიან წარმოდგენილი. ბ​ოკერია საშვის გარეშე მაინც ვერ შემოდიოდა და რას უყარეს კენჭი, მაინც ვერ მივხვდი. სახუმარო და ანეკდოტის თემაა“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

პოლიტსაბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, პარტია “ევროპული საქართველო” პარლამენტში არ შედის. ტარიელ ნაკაიძე კი „ევროპულ საქართველოს“ ტოვებს და საკანონმდებლო ორგანოში შედის.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები