გიგა ბოკერია: “ევროპული საქართველოს” პოზიცია მყარია, ჩვენ არ ვწყვეტთ ბოიკოტს, არ ვცვლით პოზიციას პოლიტიკურად არალეგიტიმური პარლამენტის მიმართ
“ევროპული საქართველოს” პოზიცია მყარია, ჩვენ არ ვწყვეტთ ბოიკოტს”, – ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.
მისივე თქმით, პარლამენტის მიმართ მათი პოზიცია არ იცვლება.
“ჩვენმა პარტიამ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პარლამენტში არ შევდივართ. იმ ერთს მანდატს, რომელიც ელენე ხოშტარიას პრინციპული პოზიციის გამო ჯერ კიდევ გვაქვს, არ გამოვიყენებთ. ტარიელ ნაკაიძეს ჰქონდა სურვილი, რომ ჩვენი პარტიის სახელით ყოფილიყო პარლამენტში, თუკი ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მივიღებდით, უფრო მეტიც, თუკი იქნებოდა სრულფასოვნად ამოქმედებული ყველა რეგულაცია, სხვა ადამიანი დაიკავებდა მის ადგილს. მაგრამ, ამის მიუხედავად, „ევროპული საქართველოს” პოზიცია მყარია, ჩვენ არ ვწყვეტთ ბოიკოტს, არ ვცვლით პოზიციას პოლიტიკურად არალეგიტიმური პარლამენტის მიმართ”, – განაცხადა ბოკერიამ.