გიგა ბოკერია: ჩვენი მოქალაქეების პრობლემების გადაჭრას ამ ხელისუფლების დამარცხება სჭირდება

“ევროპული საქართველოს” ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, მოქალაქეებისთვის პრობლემების გადაჭრას ხელისუფლების დამარცხება სჭირდება.

მისივე თქმით, ოპოზიცია მუშაობს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა – გადასახადების დაწევა, საწვავის ფასი და სხვა.

„პრობლემები, რომელიც ყველა ჩვენს მოქალაქეს უდგას, ის პრობლემებია, რომელთა გადაჭრას ამ ხელისუფლების დამარცხება სჭირდება. ოპოზიციას აქვს ხედვა, თუ როგორ უნდა გააკეთოს ეს და მუშაობს ამაზე. ისეთ საკითხებზე, როგორიცაა გადასახადების დაწევა, საწვავის ფასი და სხვა, რომელიც პირდაპირ აისახება ჩვენს მოსახლეობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამთავრობო პროპაგანდა არის ის, რომ თითქოს ჩვენ ვსაუბრობთ განყენებულ თემებზე, რომელიც არ არის კავშირში ჩვეულებრივი მოქალაქეების ცხოვრებასთან. სინამდვილეში, ეს ასე არ არის, მაგრამ იმისთვის, რომ ეს პროპაგანდა განეიტრალდეს, რეალურად უნდა გავაგებინოთ ხალხს, რა უნდა შეიცვალოს, როგორც კი ამ მთავრობას გავისტუმრებთ და ეს კამპანია ახლავე უნდა დაიწყოს. რაც შეეხება კოორდინაციას, რა თქმა უნდა, გონივრული კოორდინაცია არის აუცილებელი, რომ მოხდეს იმის დემონსტრირება, ძალიან განსხვავებულ პოლიტიკურ ძალებს შეუძლიათ საღი აზრის ფარგლებში ერთმანეთთან საერთო ენის პოვნა. ეს ვრცელდება პირველ რიგში, მაჟორიტარებზე, სადაც მეორე ტური არ არის და ვრცელდება საკვანძო ადგილებში, თბილისის ჩათვლით, მერობის კანდიდატურასთან დაკავშირებით შეთანხმებაზე“,- განაცხადა ბოკერიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები