შპს „შუქრუთი +” სოფელ შუქრუთის მოსახლეობასთან, ინდივიდუალური ხელშეკრულებების გაფორმებას, ორშაბათიდან იწყებს

შპს „ შუქრუთი +” სოფელ შუქრუთის მოსახლეობასთან, ინდივიდუალური ხელშეკრულებების გაფორმებას, ორშაბათიდან იწყებს.

კომპანიასა და ადგილობრივებს შორის შეთანხმება მიღწეულია. საკომპენსაციო პირობების გაცნობის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა.

საინჟინრო კვლევების მიხედვით შუქრუთის მოსახლეობა კატეგორიების მიხედვით დაიყო.

„სოფლის მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარდა საინჟინრო კვლევები , გამოვლინდა კატეგორიები . პირველ კატეგორიაში მოხვდა 36 – ი ოჯახი და სავარაუდოდ ეს ციფრი გაიზრდება , შესაბამისად საკომპენსაციო თანხის ოდენობა 36 – ტ ოჯახზე განისაზღვრა ორი მილიონ სამასი ათასი ლარის ოდენობით.  ამ ოჯახებთან გაფორმდება ინდივიდუალური  ხელშეკრულებები, თანხების გაცემასთან დაკავშირებით ვადები შეადგენს წელიწადს, წელიწადსა და სამ თვეს”,- განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა ვლადიმერ სალაძემ.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ  შუქრუთში, მადანმომპოვებელი კომპანია  „ შუქრუთი +” გასული წლიდან ოპერირებს, აღნიშნული კომპანია  კომპენსაციებს 2020 წლის ივნისიდან გასცემს, ამ დროისთვის მოსახელობისთვის დარიგებული  თანხების ოდენობა, ჯამურად მილიონ 700 – ი ათას ლარს შეადგენს.

კომპანიის ინფორმაციით ზარალის შეფასებასა  და საკომპენსაციო თანხების დადგენას უზრუნველყოფს დამოუკიდებელი აუდიტორი და აღნიშნული  პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები