2021 წლის 16 მაისის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 8823 აივ ინფიცირებული პირი, 6587 – მამაკაცი, 2236 – ქალი

2021 წლის 16 მაისის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 8823 აივ ინფიცირებული პირი, 6587 – მამაკაცი, 2236 – ქალი.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი  4441 პაციენტს განუვითარდა, 1834 გარდაიცვალა.

“16 მაისის მონაცემებით არვ მკურნალობას იტარებს  5517 (4897 + 620 აფხაზეთი) პაციენტი, მათ შორის 44 (35 + 9 (აფხაზი ბავშვი)) – ბავშვია.

რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია:  35.7 %   (3153) – ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია;  49.6 %  (4378) – დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 12.4 %  (1091) – მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან;  1.3 %   (112) – დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 %   (41) – სისხლის რეციპიენტია;  0.5 %   (48) – გადაცემის გზა დაუდგენელია;

აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (3305 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის  მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში 1197; შემდეგ იმერეთში 1058; აჭარაში 1006; აფხაზეთში (532); კახეთში (443) ქვემო ქართლში (499); შიდა ქართლში (327); გურიაში (187); სამცხე-ჯავახეთში (121) და ა.შ.

ბოლო წლებში აივ ინფექცია/შიდსის ახალ შემთხვევათა ანალიზი გვიჩვენებს, რომ აღინიშნება ახალ შემთხვევათა სტაბილური ზრდის ტენდენცია:  2014 წელს – 564; 2015 წელს – 717;   2016 წელს – 719; 2017 წელს – 631, 2018 წელს – 672, 2019 – 668;  2020 წელს – 530;

2021 წლის 16 მაისის მონაცემებით დაფიქსირებულია – 191 ახალი შემთხვევა. შარშან შესაბამის პერიოდში გამოვლინდა 187 ახალი შემთხვევა.

2021 წელს გარდაიცვალა 41  აივ ინფიცირებული.  2020 წ – 157, 2019წ – 116, 2018 წ. – 135, 2017  წ. – 127, 2016 წ. – 168,  2015 წ. – 94, 2014  წ. – 84 პირი.

სულ საქართველოში გამოვლენილია 119 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ  შორის 72 – ვაჟი, 47 – გოგონა.  30  გარდაიცვალა.  3  გავიდა ქვეყნიდან”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები