ირაკლი კოვზანაძე: დაგროვებითი პენსიის მნიშვნელობა სამომავლოდ კიდევ უფრო გაიზრდება
„დაგროვებითი პენსიის მნიშვნელობა სამომავლოდ კიდევ უფრო გაიზრდება როგორც ეკონომიკისთვის, ასევე მოსახლეობის სოციალური დაცვის კუთხით”, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელთან, გიორგი დანელიასთან შეხვედრაზე განაცხადა.
ირაკლი კოვზანაძის თქმით, საპენსიო უზრუნველყოფის სქემა შეგვიძლია, სამი მიმართულებით დავყოთ: დაგროვებითი პენსია, კერძო საპენსიო ფონდები და საყოველთაო პენსია.
„ამ ჩამონათვალიდან დაგროვებითი პენსიის მნიშვნელობა ყოველდღიურად იზრდება. ამ ეტაპზე, საპენსიო აქტივების ღირებულება 1 მლრდ 420 მლნ ლარი, მათ შორის დარიცხული სარგებელი 148.8 მლნ, ხოლო რეგისტრირებულია 1 მლნ 145 808 მონაწილე”, – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.
პარლამენტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე გიორგი დანელიამ ირაკლი კოვზანაძეს სააგენტოს საქმიანობის შედეგები და სამომავლო გეგმები გააცნო.