დავით ბაქრაძე: პარლამენტში მუშაობას გავაგრძელებ, როგორც უპარტიო, დამოუკიდებელი პარლამენტარი

“არ ვაპირებ არცერთ პარტიასა და ფრაქციაში გაწევრიანებას, გავაგრძელებ მუშაობას, როგორც დამოუკიდებელი, უპარტიო პარლამენტის წევრი”, – ამის შესახებ დეპუტატმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მას ოპოზიციონერ კოლეგებთან თანამშრომლობა ექნება.

„როდესაც მე “ევროპული საქართველოდან” წამოვედი, განვაცხადე, რომ არ ვაპირებდი ახლო მომავალში არცერთ პარტიაში გაწევრიანებას. მე ამ პოზიციას დღესაც ვიცავ და, შესაბამისად, არ ვაპირებ გაწევრიანებას არცერთ ფრაქციაში. მთლიან ოპოზიციურ ფლანგზე ვიქნები. მექნება თანამშრომლობა, როგორც „ლელოსთან“, ასევე „სტრატეგია აღმაშენებელთან“ და ყველა ოპოზიციონერ კოლეგასთან, რომელიც აქ არის, მაგრამ არ ვაპირებ არცერთ პარტიასა და ფრაქციაში გაწევრიანებას, გავაგრძელებ მუშაობას, როგორც დამოუკიდებელი, უპარტიო პარლამენტის წევრი“, – განაცხადა ბაქრაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები