“ლელომ”, სალომე სამადაშვილმა, არმაზ ახვლედიანმა და შალვა შავგულიძემ საპარლამენტო ფრაქცია შექმნეს

საქართველოს პარლამენტში კიდევ ერთი ფრაქცია დაიწყებს ფუნქციონირებას, სახელწოდებით „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის”.

აღნიშნულის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე „ლელოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

“მინდა, წარმოგიდგინოთ საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში პირველი ოპოზიციური ფრაქცია – “ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის”. ეს ფრაქცია იქნება იმის გარანტია, რომ ჩვენი მოქალაქეების ხმა იქნას წარდგენილი პარლამენტში. ეს ფრაქცია იქნება გარანტორი იმ ეკონომიკური საკითხების მოგვარებაში, რომელიც მძაფრად დგას ჩვენ წინაშე. ასევე, იქნება გარანტორი იმისა, რომ ევროატლანტიკური კურსი უწყვეტი იქნება. მე მინდა, დიდი სიხარულით დავადასტურო ფრაქციაში სალომე სამადაშვილის, არმაზ ახვლედიანის, შალვა შავგულიძისა და დავით უსუფაშვილის შემოერთება”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები