ალეკო ელისაშვილი: დროებითმა საგამოძიებო კომისიამ აქტუალობა აბსოლუტურად დაკარგა
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დროებითმა საგამოძიებო კომისიამ აქტუალობა დაკარგა.
მისივე თქმით, კომისიის მუშაობა სრულიად ფორმალური იქნება, თუ მონაწილეობას არ მიიღებენ ის პარტიები, რომლებსაც არჩევნებზე დამკვირვებლები ჰყავდათ.
„ჩვენ პოზიცია არ შეგვიცვლია, ვამბობდით, რომ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებულ კომისიაში უნდა შემოვიდეს ის სამი პარტია, რომელსაც დამკვირვებლები ჰყავდა, ბიუჯეტიდან დაფინანსებული, რათა გაყალბების მასშტაბი აჩვენონ. ჩვენი პოზიცია უცვლელია, თუ ეს პარტიები არ შევლენ, ფორმალობა იქნება. ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, ირმა ინაშვილის არარსებული პარტია, ასევე, ბოკერიას არარსებული პარტია“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.