იაგო ხვიჩია: პარლამენტში თუ არ შემოვიდა „ნაციონალური მოძრაობა“, ფიზიკურად ვერ იქნება ერთიანობა
“პარლამენტში თუ არ შემოვიდა „ნაციონალური მოძრაობა“, ფიზიკურად ვერ იქნება ერთიანობა”, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისი თქმით, ისინი პარლამენტში შესულ ხალხს ეშმაკებად აცხადებენ, თავად კი ანგელოზებად მოაქვთ თავი.
„პოლიტიკურ სპექტრს ბევრი რამე დაგვიგროვდა სალაპარაკო, რაც უნდა დაიწყოს პარლამენტში შესვლით და იქ ლაპარაკით. პარლამენტში თუ არ შემოვიდა „ნაციონალური მოძრაობა“, ფიზიკურად ვერ იქნება ერთიანობა. ისინი პარლამენტში შესულ ხალხს ეშმაკებად აცხადებენ, თავად ანგელოზებად მოაქვთ თავი. ეს უნდა გათანაბრდეს. ორივე უნდა ვიყოთ ან ეშმაკები ან ანგელოზები, რომ შევძლოთ რაღაცაზე დალაპარაკება. პროცესი გვაჩვენებს, ვის რა მხარდაჭერა ექნება. ჩვენ რა სტრატეგიაზეც ვმუშაობთ არის ის, რომ „გირჩი“ თავის ამომრჩევლებს არ ახვევს თავს „გირჩის“ გარდა, სხვა არცწრთ კანდიდატს, არ ეუბნება ამომრჩეველს, რომ ვინმეს მხარი უნდა დაუჭიროს. ეს მათი გადასაწყვეტია. ქალაქის მერად შეიძლება არ გვყავდეს კანდიდატი, თუმცა, საკრებულოს არჩევნებში სრულყოფილ მონაწილეობას მივიღებთ“, – განაცხადა ხვიჩიამ.