ნიკოლოზ სამხარაძე: თუ ნიკა მელიას შერცხვა, რომ ,,ნიკა მელია საქართველოს წინააღმდეგ” ერქვას ამ საქმეს, მაშინ არ უნდა შეეტანა სარჩელი სტრასბურგში
“თუ ნიკა მელიას შერცხვა, რომ ,,ნიკა მელია საქართველოს წინააღმდეგ” ერქვას ამ საქმეს, მაშინ არ უნდა შეეტანა სარჩელი სტრასბურგში”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება, შეიტანოს სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში.
„ყველაფერი პირდაპირ ეთერში ხდებოდა და ძალიან ბევრი ვიდეომტკიცებულება არის, შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლო მიიღებს ამ ყველაფერს მხედველობაში. ნებისმიერი საქმე, რომელიც მოქალაქეს შეაქვს სტრასბურგში, არის საქმე ქვეყნის წინააღმდეგ, ამ შემთხვევაში, თუ ნიკა მელიას შერცხვა, რომ “ნიკა მელია საქართველოს წინააღმდეგ” ერქვას ამ საქმეს, მაშინ არ უნდა შეეტანა. უნდა დაველოდოთ, რა გადაწყვეტილება იქნება. რაც შეეხება თვითონ ამ ფაქტს, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება, შეიტანოს სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში“, – განაცხადა სამხარაძემ.
ნიკა მელიას ადვოკატების ინფორმაციით, სარჩელი ეხება სისხლის სამართლებრივი დევნის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას, რაც კონვენციის მე-18 და მე-5 მუხლების დარღვევას გულისხმობს.