“არჩევნების გაყალბებაზე საუბრის საფუძველი 2020 წელსაც არ არსებობდა, მაგრამ ახალი ცვლილებები საბაბსაც კი არ დატოვებს არჩევნების გაყალბებაზე სასაუბროდ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, იზრდება ოპოზიციის წარმომადგენლობა საარჩევნო ადმინისტრაციაში სამივე დონეზე, რითაც რაიმე მანიპულაციის შანსი ნულია.
„ვფიქრობ, რომ საერთო პოზიციების შეჯერებას მოვახერხებთ იმ პაკეტზე, რომელიც ახლა განიხილება. არჩევნების გაყალბებაზე საუბრის საფუძველი 2020 წელსაც არ არსებობდა, მაგრამ ახალი ცვლილებები საბაბსაც კი არ დატოვებს არჩევნების გაყალბებაზე სასაუბროდ. საუბარია იმაზე, რომ იზრდება ოპოზიციის წარმომადგენლობა საარჩევნო ადმინისტრაციაში სამივე დონეზე, ასევე, შემოდის უბნების გადათვლის მექანიზმი შემთხვევითი გადათვლის პრინციპი, უბნების მინიმუმ 10 პროცენტი იქნება გადათვლილი. ამას ნულამდე დაჰყავს ყოველგვარი შანსიც კი რაიმე მანიპულაციის. აქედან გამომდინარე, არანაირი კითხვები არ რჩება იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც არის შემოთავაზებული“, – განაცხადა კობახიძემ.