თამარ გაბუნია: ვაქცინაციის საჭიროებიდან გამომდინარე, დაგვჭირდა „სინოვაკის“ უფრო ადრეული გამოყენება, დავუშვათ, მაისის შუა რიცხვებიდან

“ვაქცინაციის საჭიროებიდან გამომდინარე, დაგვჭირდა „სინოვაკის“ უფრო ადრეული გამოყენება, დავუშვათ, მაისის შუა რიცხვებიდან”, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ არის „სინოვაკთან“ მიმართებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან, თუმცა, არის სტრატეგიული ექსპერტების ჯგუფის შუალედური, ძალიან კარგი, დადებითი დასკვნა.

„მოგეხსენებათ, „სინოვაკის“ 100 000 დოზა ქვეყანამ მიიღო დონაციის სახით ჩინეთის მთავრობისგან. ჯერჯერობით, „სინოვაკის“ გამოყენება არ ხდება, რადგან არის დათქმა, რა პირობითაც ქვეყანაში „სინოვაკი“ შემოვიდა. იყო მოლოდინი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციის, ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ არის „სინოვაკთან“ მიმართებაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან, თუმცა არის სტრატეგიული ექსპერტების ჯგუფის შუალედური, ძალიან კარგი, დადებითი დასკვნა „სინოვაკის“ შედეგების შესახებ, რომლის საფუძველზეც გამომდინარე იქედან, რომ საჭიროება მაღალია, იმუნიზაციის საბჭომ, ასევე, ვაქცინაციის გაფართოებულმა საბჭომ ორივემ მხარი დაუჭირა მთავრობასთან ამ საკითხის განხილვას „სინოვაკის“ შედარებით ადრეული გამოყენების შესახებ, ვიდრე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია დასრულდება, ვფიქრობ, რომ ეს მოხდება თვის ბოლოსთვის.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია მიმდინარე პროცესია, პრაქტიკულად, დასასრულს უახლოვდება „სინოვაკთან“ მიმართებით. თუ მაისის ბოლომდე ეს არ დასრულდა და ჩვენ ეპიდემიური, ასევე, ვაქცინაციის საჭიროებიდან გამომდინარე დაგვჭირდა „სინოვაკის“ უფრო ადრეული გამოყენება, მთავრობასთან დავაყენებთ საკითხს, რომ ვიდრე დასრულდება ვაქცინის ავტორიზაცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, საბჭოს, ასევე ექსპერტთა ჯგუფის დადებითი შეფასების საფუძველზე „სინოვაკის“ გამოყენება დავიწყოთ უფრო ადრე, დავუშვათ მაისის შუა რიცხვებიდან, ვიდრე, მოხდება ავტორიზაცია“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები