ბექა დავითულიანი: პოლიტიკური ცირკის ერთი ნაწილი დასრულდა, ახლა ცდილობენ, ახალი გააჩინონ

“პოლიტიკური ცირკის ერთი ნაწილი დასრულდა, ახლა ცდილობენ, ახალი გააჩინონ, უგულავას ეს საქმე საცირკო წარმოდგენის ნაწილი, ალბათ, იმ დოზით ვერ გახდება”, – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” წევრი, ბექა დავითულიანი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გიგი უგულავას განცხადებას, რომ მისი სასამართლო პროცესი 13 მაისს დაინიშნა.

დავითულიანის თქმით, საქართველოში პოლიტიკური პატიმრები არ არსებობენ.

“პოლიტიკური ცირკის ერთი ნაწილი დასრულდა, ახლა ცდილობენ, ახალი გააჩინონ – უგულავას ეს საქმე საცირკო წარმოდგენის ნაწილი, ალბათ, იმ დოზით ვერ გახდება. ამ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ არსებობენ და გირაოს გადახდა, რომელსაც ისინი ტყვეების გამოსყიდვასა და პოლიტპატიმრების აღიარებას ეძახიან, სინამდვილეში იმის აღიარებაა, რომ ქართული მართლმსაჯულების სისტემა მოქმედებდა სწორად. სხვა შემთხვევაში, ევროკავშირი იტყოდა, რომ ის არის პოლიტპატიმარი, საქმე წავიდოდა სტრასბურგში და გაათავისუფლებდნენ. ამის იმედი რომ არ ჰქონდათ, ამიტომ გადაიხადეს გირაო. რაც შეეხება გიგი უგულავას, მას ჰქონდა კონკრეტული დანაშაული, რაზეც აგო პასუხი, მეორე საქმეს რაც შეეხება, ჩატარდება სასამართლო პროცესი და ვნახავთ რა გადაწყვეტილებას გამოიტანონ”, – განაცხადა დავითულიანმა.

ცნობისთვის, 13 მაისს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გიგი უგულავას სასამართლო პროცესი ჩაინიშნა. როგორც უგულავა სოციალურ ქსელში წერს, პროცესი აეროპორტში ძიუდოისტის, საბა გავაშელიშვილის ცემის საქმეს ეხება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები