ანზორ მელია არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა ჩარიცხა
,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას მამა, ანზორ მელია არ ადასტურებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ევროკავშირმა გირაოს თანხა ჩარიცხა.
,,არაფერი არ ვიცი აბსოლუტურად, მსგავსი ინფორმაცია არ მაქვს, მეც საინფორმაციოს ვუყურებ და ველოდები”, – განუცხადა ანზორ მელიამ ,,კვირას”.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა უკვე ჩარიცხა. ,,ნაციონალურ მოძრაობაში” დღეს ოფიციალურად დაადასტურეს, რომ ნიკა მელია მზადაა, ევროკავშირის გირაოს დათანხმდეს და საპატიმრო ამ გზით დატოვოს.