კარლ ჰარცელი: განვიხილეთ 19 აპრილის შეთანხმება და მისი შესრულების პროცესი

“განვიხილეთ 19 აპრილის შეთანხმება და მისი შესრულების პროცესი, რომელშიც პარლამენტს ძალიან მნიშვნელოვანი როლი ექნება”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა პარლამენტის თავმჯდომარესთან, კახა კუჭავასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, პარლამენტმა ამნისტიის კანონპროექტების განხილვა გააგრძელოს.

“განვიხილეთ 19 აპრილის შეთანხმება და მისი შესრულების პროცესი, რომელშიც პარლამენტს ძალიან მნიშვნელოვანი როლი ექნება. ასევე, ვისაუბრეთ სპიკერის დაგეგმილ ვიზიტზე ბრიუსელში, სადაც მას რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა ექნება, ეს იყო ჩემი ვიზიტის მიზანი დღეს.

როგორც ვიცი, ამჟამად ორი კანონპროექტია შეტანილი პარლამენტში. მე ვფიქრობ, პირველ ყოვლისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტში დისკუსიები მიმდინარეობს. მე ახლა არ გავაკეთებ კომენტარს ამ პროექტებში არსებულ დეტალებზე და მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს ერთად მუშაობას და იმას, რომ ეს პროცესი რაც შეიძლება მალე წავიდეს წინ”, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები