“პოლიტიკურმა პარტიებმა და კანდიდატებმა 4 აგვისტოდან 21 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში Facebook-სა და Instagram-ზე 10,714 რეკლამა განათავსეს, რისთვისაც 900,000 აშშ დოლარამდე დახარჯეს”
“სამართლიანი არჩევნების” (ISFED) ინფორმაციით, Facebook-ის რეკლამების ბიბლიოთეკის მიხედვით, პოლიტიკურმა პარტიებმა და კანდიდატებმა 4 აგვისტოდან 21 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში Facebook-სა და Instagram-ზე 10,714 რეკლამა განათავსეს, რისთვისაც 900,000 აშშ დოლარამდე დახარჯეს.
არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, საარჩევნო სუბიექტების ნაწილი, ძირითადად, აგვისტოს პერიოდში, რეკლამებს არადეკლარირებული სახითაც ათავსებდა, რის გამოც რეკლამების ბიბლიოთეკის მონაცემები არასრულია.
მათივე ცნობით, ყველაზე მეტი რეკლამა Facebook-სა და Instagram-ზე ”ქართულმა ოცნებამ” განათავსა. თუმცა, რეკლამებზე დახარჯული თანხის რაოდენობით პარტია საარჩევნო სუბიექტებს შორის მესამე ადგილზეა, პირველ ადგილზეა “ევროპული საქართველო”, მეორეზე კი – “ლელო საქართველოსთვის”.