სოზარ სუბარი: “ნაცმოძრაობა“ ეძებს გზას, როგორ შემოვიდეს პარლამენტში ისე, რომ სახე შეინარჩუნოს

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, სოზარ სუბარის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ეძებს გზას, როგორ შევიდეს პარლამენტში ისე, რომ სახე შეინარჩუნოს.

რაც შეეხება “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერს, სუბარის თქმით, ნიკა მელია იძულებული გახდა, ყველა გამონათქვამი გადაეთქვა.

„ბოლო წუთამდე ნიკა მელია და მისი ადვოკატები ამბობდნენ, არავინ გაბედოს გირაოს გადახდა, მელია მაინც არ გამოვა ციხიდან, როგორც სპეცრაზმით შეიყვანეს, ისე გახდება სპეცრაზმით გამოსაყვანიო. ახლა იხვეწება, ოღონდ ვინმემ გადაიხადოს, არ დავთანხმდები, მაგრამ გამოვალ დიდი სიამოვნებითო. „ნაციონალური მოძრაობა“ ეძებს გზას, როგორ შემოვიდეს პარლამენტში ისე, რომ სახე შეინარჩუნოს, რადგან იცის, რომ მარგინალიზაცია ელოდება ქუჩაში, ნიკა მელიაც იძულებული გახდა გადაეთქვა ყველა გამონათქვამი. გადაიხდის გირაოს ის ევროპული ორგანიზაცია და გამოვა მელია გარეთ. დღემდე ამბობდა, არავინ გაბედოს გირაოს გადახდა ჩემი თანხმობის გარეშეო, არც არავინ გადაიხდის, თუ მისი თანხმობა არ იქნება, რადგან ამას ითხოვდა თვითონ, თუ სხვანაირად უნდა, მკაფიოდ თქვას ოღონდ ვინმემ გადაიხადეთო, ქვეტექსტებით კი არა”, – განაცხადა სუბარმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები