მიხეილ სააკაშვილი: საქართველოში, უბრალოდ, გასაგიჟებელი მხარდაჭერა მაქვს

“უბრალოდ, გასაგიჟებელი მხარდაჭერა მაქვს”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „დოიჩე ველეს“ რუსულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა.

სააკაშვილმა უპასუხა კითხვას, შეიძლება თუ არა, მთავრობა მას რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნივით მოექცეს.

„კი, მაგრამ რუსეთისგან განსხვავებით ქართველი ხალხი საკმარისადაა მობილიზებული. უბრალოდ, გასაგიჟებელი მხარდაჭერა მაქვს. ნავალნის მე რეალურად გმირად ვთვლი. ჯერ ასეთი მხარდაჭერა რუსეთში არ არის, მაგრამ დროთა განმავლობაში ის მოვა, თუ ის გადარჩება. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკოსის შეფასება სხვადასხვანაირად შეიძლება და მისგან არასასიამოვნო რაღაცები მახსოვს, ის  გმირობის სიმბოლოა და ასეთი ხალხი ცოტაა და საჭიროა მათი მხარდაჭერა“, – განაცხადა სააკაშვილმა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები