მიხეილ სააკაშვილი: ვფიქრობ, საქართველოში მთავრობა წელს ნებისმიერ შემთხვევაში შეიცვლება

“ვფიქრობ, საქართველოში მთავრობა წელს ნებისმიერ შემთხვევაში შეიცვლება”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „დოიჩე ველეს“ რუსულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომელიც სრულყოფილებამდე ძალიან შორსაა.

„ვფიქრობ, საქართველოში ნებისმიერ შემთხვევაში შეიცვლება მთავრობა წელს. მათ მოიპარეს არჩევნები, მაგრამ მერე ჩაერივნენ ევროპელები. მიღწეული იქნა შეთანხმება, რომელიც სრულყოფილებამდე ძალიან შორსაა, მაგრამ რომელიც ხსნის რეფერენდუმის საკითხს, პრაქტიკულად, ხელისუფლების ცვლილებას ამ წლის შემოდგომაზე. ამიტომ, მგონია, რომ პირადად მე და ჩემი პოლიტიკური ძალა მოვემზადებით, ბოლომდე მივიყვანთ საქმეს და არ ვაპირებთ, მათ ქვეყნის განადგურების უფლება მივცეთ“, – განაცხადა სააკაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები