დიდ დიღომში მოსული უხვი ნალექის გამო, სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს დახმარება სჭირდებათ (ვიდეო)

წუხელ ღამით დიდ დიღომში, მირიან მეფის ქუჩაზე მოსულმა ძლიერმა წვიმამ ქუჩეში და შენობების პირველი სართულები დატბორა.

ასევე, დაიტბორა შენობა, რომელშიც სიმსივნით დაავადებული ბავშვები იმყოფებიან.

ფეისბუქმომხმარებელი, ბერდია კუტუბიძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ბერი ანდრიას დედა ამბობს, რომ სტიქიამ ბავშვები ძალიან დააზარალა.

“მოვარდნილმა წყალმა სრულად დაფარა სამზარეულო, საკუჭნაო, ბერი ანდრიას ფონდის სახლის ქვედა სართული, ეზო და მიმდებარე ტერიტორია.

მწყობრიდან არის გამოსული საყოფაცხოვრებო ტექნიკა. უვარგისია სააღდგომოდ და ორი ბავშვის დაბადების დღისთვის მომზადებული საკვები და მთელი მარაგი, რაც ფონდს გააჩნდა. პანდემიის მანძილზე ამ პრობლემის გარეშეც ისედაც ცუდი მდგომარეობა გვქონდა”, – ამბობს ბერი ანდრიას დედა.

ანგარიშის ნომრებია

BOG.GE
#GE38BG0000000855311400

TBC BANK
#GE73TB7171536080100002

Liberty Bank
#GE88LB0115143636765001
ბერი ანდრიას ფონდი თინათინი ბერი ანდრიას დედა
#ცამეტი
#თვეშიერთხელ
#ერთილარი
#სიკეთეუსასრულოა

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები