გია ვოლსკი: ფაქტია, რომ გარკვეული გუნდი შეიქმნა, რომელმაც განავითარა ის რევოლუციური სტრატეგია და გეგმა, რაც აქვს და დღემდე ჰქონდა სააკაშვილს

“ფაქტია, რომ გარკვეული გუნდი შეიქმნა, რომელმაც განავითარა ის რევოლუციური სტრატეგია და გეგმა, რაც აქვს და დღემდე ჰქონდა სააკაშვილს”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია ვერ ჩამოყალიბდა, სახელმწიფოს ემსახუროს თუ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას.

,,ვფიქრობ, რომ პარლამენტში შემოსული ოპოზიცია ჯერ კიდევ სერიოზულ პრობლემებს განიცდის ჩამოყალიბების თვალსაზრისით – ემსახურონ სახელმწიფოს თუ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას. ამის მიზეზია თავდაპირველი გეგმა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა. ამ გეგმის გარშემო შესაძლებელია, პარტიული სუბიექტები გააერთიანა და ამ სტრატეგიას დაუქვემდებარა პოლიტიკური სუბიექტები, ზოგი მცირე რაოდენობით, ზოგი ერთკაციანი პარტია, მაგრამ ფაქტია, რომ გარკვეული გუნდი შეიქმნა, რომელმაც განავითარა ის რევოლუციური სტრატეგია და გეგმა, რაც აქვს და დღემდე ჰქონდა სააკაშვილს. ეს არის ერთადერთი მიზეზი“, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები