ვიოლა ფონ კრამონი: პრეზიდენტმა რურუას შეწყალებით რთული, მაგრამ აუცილებელი ნაბიჯი გადადგა, ტაშს ვუკრავ მის სიმამაცესა და ლიდერობას

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი გიორგი რურუას შეწყალებას Twitter-ზე გამოეხმაურა.

მისი თქმით, პრეზიდენტმა აუცილებელი ნაბიჯი გადადგა.

„პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა რურუას შეწყალებით რთული, მაგრამ აუცილებელი ნაბიჯი გადადგა. ტაშს ვუკრავ მის სიმამაცესა და ლიდერობას. სხვა ქართველმა პოლიტიკოსებმაც უნდა შეიტანონ წვლილი და მიჰყვნენ/შეუერთდნენ ევროკავშირის მიერ წარდგენილ შეთანხმებას. საქართველოსა და მისი ხალხის ინტერესები პარტიულ ინტერესებზე მაღლა დგას“, – წერს ფონ კრამონი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები