მამუკა ხაზარაძე: ბრძოლას პარლამენტიდანაც და ქუჩიდანაც გავაგრძელებთ, რომ ქვეყანაში 2021 წელს რიგგარეშე არჩევნები დადგეს

“ბრძოლას პარლამენტიდანაც და ქუჩიდანაც გავაგრძელებთ, რომ ქვეყანაში 2021 წელს რიგგარეშე არჩევნები დადგეს”, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, რიგგარეშე არჩევნების გარეშე ეს ქვეყანა განვითარების სწორ გზას ვერ დაადგება.

„ალბათ, 15 მაისის აქციების შინაარსი შეიცვლება. ჩვენ ჯერ კონსულტაცია არ გვქონია. ჩვენ ბრძოლას პარლამენტიდანაც და ქუჩიდანაც გავაგრძელებთ, რომ ქვეყანაში 2021 წელს რიგგარეშე არჩევნები დადგეს, რადგან გადატვირთვის, რიგგარეშე და სამართლიანი არჩევნების და ახალი კანონმდებლობის მიღების გარეშე, ეს ქვეყანა განვითარების სწორ გზას ვერ დაადგება“, – განაცხადა ხაზარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები