შარლ მიშელის დოკუმენტს კიდევ სამმა დეპუტატმა მოაწერა ხელი
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტს კიდევ სამმა დეპუტატმა მოაწერა ხელი.
ხელმოწერა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში შედგა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს გიორგი გახარიას გუნდის წევრებმა: მიხეილ დაუშვილმა და ალექსანდრე მოწერელიამ. ასევე, პარტიის სახელით, ხელი მოაწერა „ევროპელი სოციალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა – ფრიდონ ინჯიამ.