დავით ზილფიმიანი: კახა კუჭავას მხარდაჭერა ექნება, საკმაოდ კარგი „ბეგრაუნდი“ აქვს

„ევროპელი სოციალისტები“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე კახა კუჭავას კანდიდატურას მხარს დაუჭერენ. ამის შესახებ დავით ზილფიმიანმა განაცხადა.

მისი თქმით, კუჭავას საკმაოდ კარგი „ბეგრაუნდი“ აქვს.

„ექნება კახა კუჭავას მხარდაჭერა. ამის მიზეზი, პირველ ყოვლისა, გახლავთ ის, რომ საკმაოდ ნეიტრალური პოლიტიკოსია და, რაც მთავარია, იმიტომაც დავუჭერთ კიდევ მხარს, რომ მე შევისწავლე მისი წარსული. რეალურად, საკმაოდ კარგი „ბეგრაუნდი“ აქვს. მან უცხოეთში მიიღო განათლება, ბევრ საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობდა. მან კარგად იცის საერთაშორისო პროტოკოლი“, – განაცხადა ზილფიმიანმა.

პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატს ხვალ დაამტკიცებენ. კახა კუჭავა არჩილ თალაკვაძეს შეცვლის.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები