ალეკო ელისაშვილი: ძალიან ადუღდება პარლამენტი – კახა კუჭავას საწინააღმდეგო მე პირადად არაფერი მაქვს

„მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე კახა კუჭავას დანიშვნას აფასებს.

მისი თქმით, კუჭავას საწინააღმდეგო მას არაფერი აქვს.

“რაც მოვისმინე, ის სიმართლეს ჰგავს, რომ უნდათ უფრო ნეიტრალური ადამიანის ყოფნა იმიტომ, რომ ხვალიდან ოპოზიციის დიდი ნაწილი შემოვა. შემდეგ, ალბათ, ერთი ნაწილი შემოვა. ძაან ადუღდება პარლამენტი და იქ სპიკერი და თავმჯდომარე თუ იქნება უფრო ნეიტრალური ადამიანი, საქმისთვის კარგია. თუ ეს ასე არის.

კუჭავას საწინააღმდეგო მე პირადად არაფერი მაქვს”, – განაცხადა ელისაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები