პარლამენტში სუს-ის ყოველწლიურ ანგარიშს განიხილავენ

პარლამენტში დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშს განიხილავენ. დოკუმენტს დეპუტატებს სუს-ის უფროსის პირველი მოადგილე, ალექსი ბატიაშვილი სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე წარადგენს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს წინაშე მდგარ მთავარ საფრთხესა და გამოწვევას კვლავ რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია წარმოადგენს.

სუს-ის ინფორმაციით, საქართველო, ტერორიზმის ზეგავლენის კუთხით, კვლავ ძალიან დაბალი რისკის ქვეყნებს შორის მოხვდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები