“ჩემი პოზიციაა, რომ თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამნისტია უნდა შეეხოს ყველას”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, გაუგებარია ის კითხვები, რაც ისმის ამნისტიის შესახებ.
„შეთანხმებაშიცაა ჩაწერილი, რომ ამნისტია შეეხება ყველას. როგორც ზოგიერთი პოლიტიკოსისგან ვისმენთ, ისინი არ გამოიყენებენ ამნისტიას. ალბათ, მათ უნდა მივცეთ იმის შესაძლებლობა, გამოიყენებენ თუ არა მას. ჩემი პოზიციაა, რომ თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამნისტია უნდა შეეხოს ყველას. გაუგებარია; თავიდან მოთხოვნა იყო ამნისტიასთან დაკავშირებით. ამაზე მიიღწა შეთანხმება, ხელი მოეწერა დოკუმენტს, ამაში ჩართულნი იყვნენ ჩვენი მეგობარი ქვეყნების ელჩები. ახლა გაუგებარია ის კითხვები, რაც ისმის ამნისტიის შესახებ“, – აღნიშნა კახა კალაძე.
პარლამენტი ამნისტიის შესახებ კანონპროექტს 27 აპრილს დაარეგისტრირებს. ეს მიშელის დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტია.