ვარლამ გოლეთიანი: დღეს არის პასუხის ბოლო ვადა, დაველოდებით მათგან ზარს

“მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ფართომასშტაბიანი აქციები დაიწყება”, – ამის შესახებ „ნამოხვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ბოლო ვადაა და აქციის მონაწილეები და ორგანიზატორები ჰესთან დაკავშირებით კონკრეტულ პასუხს ელოდებიან.

„დღეს არის პასუხის ბოლო ვადა. არაერთგზის შევთანხმდით პარასკევზე, რომ გვითხრან კონკრეტული პასუხი – კი ან არა – ჩვენი მოთხოვნების დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით. ამიტომ, დღის განმავლობაში დაველოდებით მათგან ზარს ან არ ვიცი, რა ფორმით დააპირებენ, გაგვაგებინონ სათქმელი. ამის შემდეგ, თუკი არ შესრულდა ჩვენი მოთხოვნები, ჩვენ წავალთ ფართომასშტაბიანი აქციების გზით და გავაჟღერებთ მოქმედების გეგმას პასუხის გაგების შემდეგ“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები