ინტერპოლმა 21 წლის გოგი დოლიძეზე ძებნა გამოაცხადა
ინტერპოლის ცენტრალურმა ბიურომ უგზო-უკვლოდ დაკარგულ 21 წლის ქართველ გოგი დოლიძეზე ყვითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. შესაბამისი ინფორმაცია ინტერპოლის ბიუროს საიტზე განთავსდა.
გოგი დოლიძე 17 წლის ასაკში გაუჩინარდა და იმ დროიდან ქართველი სამართალდამცველები ეძებენ.
გოგი დოლიძე 2017 წლის 7 დეკემბერს დილის ცხრა საათზე გავიდა სახლიდან სკოლაში და გაუჩინარდა. პოლიციამ დაადგინა, რომ მისი ტელეფონი იმავე დღეს, სამ საათზე ქობულეთის ავტოსადგურთან გაითიშა.