კახა კუჭავა: საქართველო თანმიმდევრულად მუშაობს მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული გარემოსდაცვითი პოლიტიკის მიმართულებით

“საქართველო თანმიმდევრულად მუშაობს მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული გარემოსდაცვითი პოლიტიკის მიმართულებით”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახა კუჭავა დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

“22 აპრილს დედამიწის საერთაშორისო დღეა.

“ჩვენ შეგვიძლია, აღვადგინოთ დედამიწა!” არის გზავნილი, რომლითაც მსოფლიო 2021 წელს დედამიწის დღეს აღნიშნავს.

საქართველო თანმიმდევრულად მუშაობს მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული გარემოსდაცვითი პოლიტიკის მიმართულებით. განსაკუთრებით აღსანიშნავია:

ახალი “ტყის კოდექსი”;

ახალი “გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონი”;

ახალი დაცული ტერიტორიების შექმნის პრაქტიკა და ფაქტი, რომ დაცული ტერიტორიების ფართობი, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, რეკორდულად, 280.000 ჰა-ით გაიზარდა.

#დედამიწისდღე #ერთადგარემოსთვის”, – წერს კუჭავა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები