გერმანიამ ავღანეთიდან ჯარები შესაძლოა, ვადაზე ადრე გაიყვანოს

გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ ქვეყნის პარლამენტს აცნობა, რომ გერმანელი სამხედროები გეგმავენ ავღანეთიდან ჯარების იმაზე ადრე გაყვანას, ვიდრე მანამდე ითქვა.

DPA-ის ინფორმაციით, ბერლინი ნატო-ელ პარტნიორებთან კონსულტაციებს მართავს, რომლის დასრულების შემდეგ 1 100 გერმანელმა სამხედრომ ავღანეთი შესაძლოა, უკვე 4 ივლისისთვის დატოვოს – მაშინ, როდესაც აშშ საკუთარ კონტინგენტს 11 სექტემბრისთვის გაიყვანს.

მანამდე, თავდაცვის მინისტრმა, ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერმა გერმანელი ჯარისკაცების გაყვანის საბოლოო ვადად აგვისტოს შუა რიცხვები დაასახელა.

გერმანიის სამინისტროში ასევე ლოგისტიკურ პრობლემებს უსვამენ ხაზს, რადგან აღჭურვილობის დიდი ნაწილი გერმანიაში თვითმფრინავებით გაიგზავნება. მანამდე განიხილებოდა ავღანეთში აღჭურვილობის ნაწილის დატოვება, ისეთი აღჭურვილობა, რომელიც უსაფრთხოებისთვის საფრთხეს შემცვლელად ჩაითვლებოდა განადგურდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები