დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: შეთანხმება საქართველოს დააახლოებს მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების შესრულებასთან

“დანია მიესალმება საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასრულებას”, – ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იეპე კოფოდიმ “ტვიტერზე” დაწერა.

მისივე თქმით, ეს საქართველოს, ევროკავშირისა და აშშ-ის ერთობლივი ძალისხმევის შედეგია.

„ეს არის საქართველოს, ევროკავშირისა და აშშ-ის ერთობლივი, დაუღალავი ძალისხმევის შედეგი. მოვუწოდებ ყველა პარტიას, ხელი მოაწერონ შეთანხმებას. ეს შეთანხმება საქართველოს დააახლოებს მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების შესრულებასთან“, – წერს კოფოდი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები