ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველო დღეს დილით დატოვა.
გვიან ღამით ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სახელით ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პატივსაცემად სადილი გაიმართა. სადილს შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტზე ხელმომწერი პოლიტიკოსები ესწრებოდნენ.
შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს – „საქართველოს წინსვლის გზა“ პარტიებმა ხელი ოფიციალურად 19 აპრილს მოაწერეს.