ვიოლა ფონ კრამონი: ჩვენ გვჭირდება მრავალფეროვანი პარლამენტი, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციური პარტიების სრულმა შემადგენლობამ შეთანხმებას ხელი მოაწეროს
“ჩვენ გვჭირდება მრავალფეროვანი პარლამენტი, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციური პარტიების სრულმა შემადგენლობამ შეთანხმებას ხელი მოაწეროს”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა.
ევროპარლამენტარი იმედოვნებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში საბოლოოდ შევა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ინდივიდურმა წევრებმა დოკუმენტს ხელი მოაწერეს. ეს იყო ძალიან კარგი სიგნალი ჩვენთვის. იმედი მაქვს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საბოლოოდ შევა საქართველოს პარლამენტში. ოპოზიციის უმრავლესობას უკვე თანხმობა ხელმოწერით დაფიქსირებული აქვს.
ჩვენ გვჭირდება მრავალფეროვანი პარლამენტი და ამიტომ არის მნიშვნელოვანი, ოპოზიციური პარტიების სრულმა შემადგენლობამ შეთანხმებას ხელი მოაწეროს“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.
შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს – „საქართველოს წინსვლის გზა“ პარტიებმა ხელი ოფიციალურად 19 აპრილს მოაწერეს.