შარლ მიშელი: პოლიტიკური კრიზისი დასასრულს მიუახლოვდა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, საქართველოში პოლიტიკური კრიზისი დასასრულს მიუახლოვდა.

მისივე თქმით, ახლა იწყება ეტაპი, რომელიც ქვეყანამ ევროინტეგრაციის კუთხით უნდა გაიაროს.

“ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ ვიმყოფები თბილისში. განსაკუთრებით სასიამოვნოა დღევანდელი ვიზიტი, ვინაიდან დღეს გახლავთ დღე, როდესაც პოლიტიკურმა ლიდერებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. პოლიტიკური კრიზისი დასასრულს მიუახლოვდა და პოლიტიკური ჩართულობა უკვე გახდა მდგრადი. დღეს გახლავთ ახალი დასაწყისის ეტაპი, რომელიც ძალიან ბევრ შრომას საჭიროებს და რომელიც საქართველომ უნდა განვლოს ევროკავშირის ინტეგრაციის კუთხით. მინდა აღვნიშნო, რომ ქართველმა ლიდერებმა მიაღწიეს შეთანხმებას და ეს მიღწევა თქვენ გეკუთვნით”, – განაცხადა შარლ მიშელმა სალომე ზურაბიშვილთან ერთობლივ პრესკონფერეციაზე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები