ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, დღეს იწყება მძიმე სამუშაო, რომელიც საქართველომ ევროატლანტიკურ გზაზე წინსვლისთვის უნდა გაწიოს.
ამის შესახებ შარლ მიშელი ,,ტვიტერზე” წერს.
„სალომე ზურაბიშვილსა და ყველა ლიდერთან პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლაზე შეთანხმების მიღწევის შემდეგ, დღეს იწყება მძიმე სამუშაო, რომელიც უნდა გაწიოს საქართველომ ევროატლანტიკურ გზაზე წინსვლისთვის. ეს მიღწევა თქვენია. ახლა გამოწვევაა, რომ ამან იმუშაოს“, – წერს შარლ მიშელი.