თაკო ჩარკვიანი: გიორგი ვაშაძეს პრემიერობა შევთავაზე, მან ელისაშვილის გვერდით დგომა აირჩია, ეს უკვე მისი პრობლემაა

“გული მწყდება, რომ ჩემი გიორგი ვაშაძე, რომელზეც ძალიან დიდ იმედებს ვამყარებდი, დღეს აღმოჩნდა ვახო მეგრელიშვილისა და ალეკო ელისაშვილის გვერდით”, – ამის შესახებ “კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა ტელეკომპანია “პირველის” ეთერში განაცხადა.

ჩარკვიანის თქმით, მან ვაშაძეს პრემიერობა შესთავაზა, თუმცა, ვაშაძემ ელისაშვილის გვერდით დგომა არჩია.

„მე გული მწყდება, რომ ჩემი გიორგი ვაშაძე, რომელზეც ძალიან დიდ იმედებს ვამყარებდი, დღეს აღმოჩნდა ვახო მეგრელიშვილისა და ალეკო ელისაშვილის გვერდით იმ დოკუმენტზე ხელის მომწერი, რომელიც იმ საარჩევნო სისტემას, რომელზეც მე და გიორგის ათასგზის გვისაუბრია ტექნოლოგიებით და ციფრული ტექნოლოგიებით, ეს ის დოკუმენტი არ არის, ასე რომ ჩემგან ნუ ეწყინება, მე მას პრემიერობა შევთავაზე, მან ელისაშვილის გვერდით დგომა აირჩია, ეს უკვე მისი პრობლემაა“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები