რუსეთმა შავი ზღვის აკვატორიისა და ანექსირებული ყირიმის თავზე ფრენები აკრძალა
რუსეთმა 20-დან 24 აპრილამდე შავი ზღვის აკვატორიის ნაწილზე, ასევე, ანექსირებული ყირიმის თავზე ფრენები აკრძალა.
ამის შესახებ ინფორმაციას “ინტერფაქსი” პილოტების საერთაშორისო შეტყობინებებზე (NOTAM) დაყრდნობით ავრცელებს.
“ტერიტორია საჰაერო ჰომალდებისთვის ფრენებისთვის დროებით საშიშად გამოცხადდა”, – ნათქვამია დოკუმენტში.
აღინიშნება, რომ 19 ათასი მეტრის სიმაღლეზე ფრენის შეზღუდვის ზონაში მოხვდნენ საჰაერო სივრცე ყირიმის სამხრეთ ნაწილი (სევასტოპოლიდან ფეოდოსიამდე); ყირიმის სამხრეთ სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიული წყლები; ასევე, შავი ზღვის საერთაშორისო წყლების ნაწილი.
შეგახსენებთ, რომ მანამდე რუსეთმა შავ ზღვაში გემების გადაადგილებაც შეზღუდა.
14 აპრილს გახდა ცნობილი, რომ რუსეთმა სწავლების ფარგლებში კასპიის ფლოტილიის 15 სამხედრო გემი გაგზავნა, რის გამოც შავი ზღვის ნაწილზე ჰომალდების გადაადგილება შეიზღუდა.
15 აპრილს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა. უკრაინელმა დიპლომატებმა მოუწოდეს საერთაშორისო პარტნიორებს, რუსეთზე პოლიტიკურ-დიპლომატიური ზეწოლა გააძლიერონ, რომ აზოვი- შავი ზღვის რეგიონში ვითარების ესკალაცია დასრულდეს.