გიგი უგულავა: ერთობა უნდა შენარჩუნდეს, ენმ უნდა იყოს ამ ერთობის ავანგარდში

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას აფასებს, რომლის მიხედვითაც მას შემდეგ, რაც ნიკა მელია საპატიმროს დატოვებს, “ნაცმოძრაობამ” ხელი უნდა მოაწეროს შეთანხმების დოკუმენტს.

როგორც უგულავა სოციალურ ქსელში წერს, მთავარია ერთობის შენარჩუნება.

“სწორი განცხადებაა. ერთობა უნდა შენარჩუნდეს. ენმ უნდა იყოს ამ ერთობის ავანგარდში. ამისთვის ნიკა მელია უნდა გამოვიდეს ციხიდან და ოპოზიციურ ამომრჩეველს ერთობის ახალი საფუძვლები უნდა შევთავაზოთ”, – წერს უგულავა სოციალურ ქსელში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები