ლანჩხუთში, ტყეში 50 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი მოკლულია და მას ჭრილობა თავის არეში, ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.
„მამაკაცი ტყეში ნახეს. სხვა დეტალები, ჯერჯერობით, არ ვიცი,“ – განაცხადა ლანჩხუთის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მკვლელობის დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.